დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევი-ადიგენის მონაკვეთზე (55-140 კმ) სარეკონსტრუქციო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (feasibility) საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 149 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/03/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 24/03/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №149
2008 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევი-ადიგენის მონაკვეთზე (55-140 კმ) სარეკონსტრუქციო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (feasibility) საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების თაობაზე
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა არის ძირითადი და უმოკლესი დამაკავშირებელი მიმართულება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამცხე-ჯავახეთს შორის, რომელიც გადის რთულ რელიეფში და არამდგრად გრუნტებში. განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა შუახევი-ადიგენის მონაკვეთი (55-140 კმ) – მეწყრული მოვლენებით გამოწვეული გზის დაზიანებული უბნების, მხედველობის არისა და მოხვევის კუთხეების სიმცირის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეუძლებელია. ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი გამავლობისათვის ოპტიმალურ მიმართულებათა შერჩევისა და გეომეტრიული პარამეტრების გაზრდის ღონისძიებათა დაპროექტების მიზნით:
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიმდინარე წელს უზრუნველყოს ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევი-ადიგენის მონაკვეთის (55-140 კმ) სარეკონსტრუქციო და სარეაბილიტაციო სამუშაოთა შესრულებისათვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (feasibility) მომზადება.
2. ზემოაღნიშნული სამუშაოების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გზების რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები