დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „თბილსრესის” №4 ენერგობლოკის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში გამართულად ფუნქციონირებისათვის საბიუჯეტო სესხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 671 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/09/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 10/09/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №671
2009 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
სს „თბილსრესის” № 4 ენერგობლოკის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში გამართულად ფუნქციონირებისათვის საბიუჯეტო სესხის გამოყოფის შესახებ
1. 2009-2010 წლებში შემოდგომა-ზამთარსა და შემდგომ პერიოდში სს „თბილსრესის” საიმედოდ მუშაობისათვის №4 ენერგობლოკის ტურბინის მაღალი და დაბალი წნევის ცილინდრების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკრედიტო რესურსად გამოუყოს 800 000 (რვაასი ათასი) ლარი.
2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოს სს „თბილსრესთან” სასესხო ხელშეკრულების გაფორმება შემდეგი პირობებით: საბიუჯეტო სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვროს ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან ერთი წელი, ხოლო სესხით სარგებლობის წლიური განაკვეთი – 7 პროცენტი.
3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები