„საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებების დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №563 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებების დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №563 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 648
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/10/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 08/10/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
648
08/10/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 08/10/2008
000000000.00(0).000.000000
„საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებების დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №563 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობ

განკარგულება №648

2008 წლის 8 ოქტომბერი

. თბილისი

„საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებების დაფინანსების შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის 563 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად საომარი მოქმედებების შედეგად მიყენე­ბული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებების დაფინანსების შესა­ხებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის 563 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქ­ტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

1. საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთა საც­ხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფისა და დაზიანებული შენო­ბების აღდგენისათვის საქართველოს 2008 წლის სახელ­მწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებსა და სსიპ – საქართველოს მუნიციპალური გან­ვითარების ფონდს გამოუყოს 117 166 450 (ას ჩვიდმეტი მილიონ ას სამოცდაექვსი ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარი მათ შორის:

ა) თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას –5 406 000 (ხუთი მილიონ ოთხას ექვსი ათასი) ლარი;

ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 3 660 750 (სამი მილიონ ექვსას სამოცი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი;

გ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 683 000 (ერთი მილიონ ექვსას ოთხმოცდასამი ათასი) ლარი;

დ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 325 000 (სამას ოცდახუთი ათასი) ლარი;

ე) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 602 700 (ორი მილიონ ექვსას ორი ათას შვიდასი) ლარი;

ვ) ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 885 900 (ერთი მილიონ რვაას ოთხმოცდახუთი ათას ცხრაასი) ლარი;

ზ) ონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 541 000 (ერთი მილიონ ხუთას ორმოცდაერთი ათასი) ლარი;

თ) გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 5 700 000 (ხუთი მილიონ შვიდასი ათასი) ლაი;

ი) მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 53 035 000 (ორმოცდაცამეტი მილიონ ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;

კ) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 752 500 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდათორმეტი ათას ხუთასი) ლარი;

ლ) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 200 000 (ორასი ათასი) ლარი;

მ) კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 100 000 (ასი ათასი) ლარი;

ნ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 362 000 (სამას სამოცდაორი ათასი) ლარი;

ო) თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 489 400 (ოთხას ოთხმოცდაცხრა ათას ოთხასი) ლარი;

პ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 623 200 (ექვსას ოცდასამი ათას ორასი) ლარი;

ჟ) სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს – 37 800 000 (ოცდაჩვიდმეტი მილიონ რვაასი ათასი) ლარი..

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე