დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს მიერ 2008 წლის დაავადებათა პრევენციისა და ფსიქიატრიული მომსახურების სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მომსახურების შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 645 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/10/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 1, 08/10/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №645
2008 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს მიერ 2008 წლის დაავადებათა პრევენციისა და ფსიქიატრიული მომსახურების სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მომსახურების შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ
1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტომ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განახორციელოს ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული 2008 წლის დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამის იმუნიზაციის კომპონენტით (ორგანიზაციული კოდი – 35 22 04 05) და ფსიქიატრიული მომსახურების სახელმწიფო პროგრამით (ორგანიზაციული კოდი – 35 22 02 01) განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ამავე პროგრამებით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები