საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 668
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/09/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 10/09/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
668
10/09/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 10/09/2009
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №668

2009 წლის 10 სექტემბერი

. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

    საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერ­ვო ფონდიდან სვანეთში, უშგულის თემის სოფელ ჩაჟაში უნი­კალური და­სახ­ლების სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორ­ციელებ­ლად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამი­ნისტროს გამოუყოს 60 000 (სამოცი ათასი) ლარი საჯა­რო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტუ­რუ­ლი მემკვიდრეობის დაცვის ფონდისათვის გადასაცემად, ხოლო დაბა მესტიაში, ლანჩვალის უბანში ისტორიული კოშკე­ბისა და მიმდე­ბარე ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუ­შაოების და­სა­ფინან­სებლად 60 000 (სამოცი ათასი) ლარი გამო­უყოს საჯარო სამარ­თლის იურიდიულ პირს – კულტურული მემკვიდრეობის დაც­ვის ეროვნულ სააგენტოს.  

 

     პრემიერ-მინისტრი                         ნიკა გილაური