დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №503 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 644 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/10/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 03/10/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №644
2008 წლის 3 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის № 503 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის № 503 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების №10 დანართის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ქ. ქუთაისის მერიას – 7 550 000 (შვიდი მილიონ ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ქალაქის ისტორიული უბნის რეაბილიტაცია;
ბ) საბავშვო ბაღის გათბობისა და სარემონტო სამუშაოები;
გ) ცენტრალური ბაღის გარე განათების მოწყობა;
დ) სახანძრო შენობების შეკეთება;
ე) სსიპ – ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონის შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები;
ვ) ჭავჭავაძის გამზირზე გზის რეაბილიტაცია.”.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები