დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას” შორის ხობიჰესი-2-ისა და ხობიჰესი-3-ის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 666 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/09/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 666, 10/09/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №666
2009 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას” შორის ხობიჰესი-2-ისა და ხობიჰესი-3-ის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგიის” წინადადება ხობიჰესი-2-ისა და ხობიჰესი-3-ის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ.
2. ,,სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008” – საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის № 107 დადგენილებით დამტკიცებული წესის 24-ე პუნქტის საფუძველზე შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგიის” მიერ ხობიჰესი-2-ისა და ხობიჰესი-3-ის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვაზე არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული წესი.
3. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას” შორის ხობიჰესი-2-ისა და ხობიჰესი-3-ის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმი.
4. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები