დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშების გადაუდებელ სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 637 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/09/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 29/09/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №637
2008 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშების გადაუდებელ სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ მისთვის „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს შემდეგი სამუშაოების შესყიდვა:
ა) მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში დადიანების საზაფხულო სასახლის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები;
ბ) კასპის მუნიციპალიტეტის სამთავისის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები – კომპლექსის შიდა ტერიტორიაზე გაწმენდითი და დროებითი საკონსერვაციო სამუშაოები;
გ) ადიგენის მუნიციპალიტეტის ზარზმის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები – მთავარი ტაძრის ინტერიერის ავთენტურობის აღდგენა;
დ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიასთან დამეწყრილი მონაკვეთის საყრდენი კედლის პირველადი გამაგრებითი სამუშაოები;
ე) გელათის სამონასტრო კომპლექსში მდებარე აკადემიის შენობის არქეოლოგიური და გამაგრებითი სამუშაოები.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები