საომარი მდგომარეობის დროს დაზარალებული მოსახლეობისათვის გარკვეული საკვები პროდუქტების შეძენისა და სხვა საქონლის ორგანიზებულად მიწოდების ხელშეწყობის შესახებ

  • Word
საომარი მდგომარეობის დროს დაზარალებული მოსახლეობისათვის გარკვეული საკვები პროდუქტების შეძენისა და სხვა საქონლის ორგანიზებულად მიწოდების ხელშეწყობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 631
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/09/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 29/09/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
631
29/09/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 29/09/2008
000000000.00(0).000.000000
საომარი მდგომარეობის დროს დაზარალებული მოსახლეობისათვის გარკვეული საკვები პროდუქტების შეძენისა და სხვა საქონლის ორგანიზებულად მიწოდების ხელშეწყობის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობ

განკარგულება №631

2008 წლის 29 სექტემბერი

. თბილისი

საომარი მდგომარეობის დროს დაზარალებული მოსახლეობისათვის გარკვეული საკვები პროდუქტების შეძენისა და სხვა საქონლის ორგანიზებულად მიწოდების ხელშეწყობის შესახებ

1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამი­ნის­ტრომ (თ. მარტიაშვილი) „საქართველოს 2008 წლის სახელ­მ­წიფო ბიუ­ჯეტის შესახებ საქართველოს კანონით მისთვის გამო­ყოფილ ასიგნებათა ფარგლებში:

ა) 170 000 (ას სამოცდაათი ათასი) ლარი წარმართოს საომარი მდგომარეობის დროს დაზარალებული მოსახლეობი­სათვის ძეხვეულის შესაძენად;

ბ) 100 000 (ასი ათასი) ლარი წარმართოს საომარი მდგო­მარეობის დროს დაზარალებული მოსახლეობისათვის გადასაცემი სხვადასხვა საქონლის სასაწყობე და მასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის (საწყობის დაქირავება, ტვირთის ტრანსპორ­ტირება და ტვირთის გადატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები, საწყობის დაცვით უზრუნველყოფა).

2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ნება დაერთოს ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონის­ძიე­ბებისათვის საჭირო შეს­ყიდ­ვები განახორციე­ლოს „სახელმწიფო შესყიდვების შესა­ხებ~ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბა­მისად, ერთ პირთან მოლაპარების გზით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე