დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 626 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/09/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 24/09/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №626
2008 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ
,,საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს გ. ხუროშვილს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი შემდეგი კანონპროექტები:
ა) ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე” (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია: 13.03.07.№ 1/318);
ბ) ,,საბაჟო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია: 26.10.07.№ 1/297);
გ) ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია: 13.11.07.№ 1/1442);
დ) ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ” (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია: 10.01.08.№ 1/1);
ე) ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია: 17.01.07.№ 1/6).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები