მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 655
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/09/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 10/09/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
655
10/09/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 10/09/2009
000000000.00(0).000.000000
მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №655

2009 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართვე­­ლოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კა­ნო­ნის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს რე­გიო­ნებ­ში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მესტიის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლა­რი სო­ფელ ჭუბერის საბავშვო ბაღისა და ბიბლიოთეკის შენო­ბის სა­რეა­ბილიტაციო სამუშაოების, ასევე სოფელ მულახის მუჟალოს სა­შუალო სკოლის გადახურვის სამუშაოების დასაფინანსებ­ლად.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტე­რიტორიულ ერთეულებში (ქალაქი ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარ­ტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხო­ბის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერ­ნა­ტორმა ზ. გოროზიამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

 

პრემიერ-მინისტრი                 ნიკა გილაური