დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2010 წლის გაზაფხულზე დაგეგმილი ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის 41-ე შეხვედრის საქართველოში გამართვასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 828 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 04/11/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №828
2009 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
2010 წლის გაზაფხულზე დაგეგმილი ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის 41-ე შეხვედრის საქართველოში გამართვასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის 41-ე შეხვედრის საქართველოში გამართვის შესახებ.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ:
ა) თავის ასიგნებათა ფარგლებში უზრუნველყოს ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის (შემდგომში – მუდმივმოქმედი კომიტეტი) 41-ე შეხვედრის საქართველოში გამართვის ორგანიზაციული, ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფა;
ბ) 2010 წლის გაზაფხულზე საქართველოში დაგეგმილი მუდმივმოქმედი კომიტეტის 41-ე შეხვედრის გამართვამდე საქართველოს მთავრობის სხდომაზე წარმოადგინოს ინფორმაცია შეხვედრის დაზუსტებული ბიუჯეტის თაობაზე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები