დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 826 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 04/11/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №826
2009 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
1. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2009 წლის 30 ოქტომბრის №16/1395 წერილი) ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში, ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების – ქ. თბილისში, თამარაშვილის ქ. №6-ში მდებარე 581.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.14.03.042.160) გადაცემის შესახებ.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები