„ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტის“ ფარგლებში შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ძველი დავალიანებისაგან გათავისუფლების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
„ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტის“ ფარგლებში შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ძველი დავალიანებისაგან გათავისუფლების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 614
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/09/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 24/09/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
614
24/09/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 24/09/2008
000000000.00(0).000.000000
„ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტის“ ფარგლებში შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ძველი დავალიანებისაგან გათავისუფლების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობ

განკარგულება №614

2008 წლის 24 სექტემბერი

. თბილისი

„ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში შპს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ძველი დავალიანებისაგან გათავისუფლების ღონისძიებათა შესახებ

2006 წლის 29 დეკემბერს ენგურის ჰიდროელექტრო­სად­გურის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (შემდგომში – ბანკი) და შპს საქართველოს სახელმწიფო ელექტრო­სის­ტე­მას (როგორც შპს ელექ­ტრო­დისპეჩერიზაცია _ 2000-ის სამართალმემკვიდრე) შორის გა­­­­ფორ­მებული შეწყვეტის შესა­ხებ ხელშეკრულების საფუძ­ველზე შპს `საქართველოს სა­ხელმწიფო ელექტრო­სის­ტე­მა ბანკის წინაშე გათავი­სუფლდა 2001 წლის 21 დეკემბერს განახლებული სასესხო ხელშეკ­რულების ფარგლებში გამოყოფილი 38.750.000 აშშ დოლარის სესხის მომსახურების ვალდებულებისაგან, რის გამოც იგი ბანკსა და საქართველოს შორის გაფორმებული მეორე განახ­ლებული სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული დაფინან­სების სქე­მაში არ მონაწილეობს, ამიტომ საჭიროა შპს საქარ­თველოს სახელმწიფო ელექტრო­სის­ტე­მა გათავი­სუფლდეს ასევე ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბი­ლი­ტაციის პრო­ექტთან დაკავშირებული ძველი დავა­ლია­ნებისაგან. აღ­ნიშ­ნული დავალიანება შპს საქართველოს სახელმწიფო ელექტრო­სის­ტე­მას წარმოექმნა ენგუ­რის ჰიდროელექტროსა­დგუ­რის პროექტთან და­კავ­შირებით საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტროს, შპს ელექტროდის­პეტჩერიზაცია-2000-სა (რომ­ლის სამართალ­მემ­კვი­დ­­რეს წარ­მოად­გენს შპს `საქართველოს სახელმწიფო ელექ­ტროსისტემა) და შპს ენგურჰესს შორის 2002 წლის 30 ივლისს ხელმო­წერილი სახელმწიფო გარანტიის საფუძველზე მიღებული კრედიტის დაფარვის უზრუნველ­ყოფის შესახებ ხელშეკ­რულების საფუძველზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ეკონომი­კუ­რი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყონ:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შპს ელექ­ტრო­დის­პეტჩერიზაცია-2000-სა~ და შპს ენგურჰესს შორის 2002 წლის 30 ივლისს ხელმოწერილი სახელმწიფო გარანტიის სა­ფუძ­ველზე მიღებული კრედიტის დაფარვის უზრუნველ­ყო­ფის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტა;

ბ) შპს ელექ­ტრო­დის­პეტჩერიზაცია-2000-სა და შპს ენ­გურჰესს შორის 2002 წლის 25 იანვარს გაფორმებული შეს­წორებული მეორადი სასესხო ხელშეკრულების შეწყვეტა;

გ) ამ პუნქტის ქვეპუნქტში აღნიშნული ხელშეკრულე­ბის ფარგლებში შპს საქართველოს სახელმწიფო ელექტრო­სის­ტე­მის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსადმი წარ­მოქმ­ნილი დავალიანების მომსახურების ვალდებულება დაეკისროს შპს ენგურჰესს, ამ უკანასკნელსა და საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტროს შორის შესაბამისი ხელშეკ­რულების გა­ფორ­მების საფუძველზე.

2. პირველი პუნქტის ქვეპუნქტში აღნიშნული ხელ­შეკ­რულე­ბის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინის­ტრო­სადმი წარ­მოქმნილი დავალიანების თანხის ზუსტი ოდე­ნობა ფი­ნანს­თა სამინისტრომ დაიანგარიშოს საქართველოს ფინანს­თა სამინისტრო­სა და შპს ენგურჰესს შორის გასა­ფორმე­ბელი ხელშეკრუ­ლე­ბის ხელ­მოწერის თარიღისათვის.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციე­ლონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნ. გილაურმა და საქართველოს ეკო­ნომიკური განვითარების მინისტრმა                                 ე. შარაშიძემ.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე