დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 636 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/08/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 27/08/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №636
2009 წლის 27 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. ქ. თბილისში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე შპს „მონიოს” კუთვნილი საცურაო აუზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოთა შესრულებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გამოუყოს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი შპს „მონიოსათვის” სესხის გასაცემად.
2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყონ შპს „მონიოსთან” სასესხო ხელშეკრულების გაფორმება შემდეგი პირობებით: სესხით სარგებლობის მაქსიმალურ ვადად განისაზღვროს 7 წელი, საშეღავათო პერიოდი – 2 წლამდე, სესხით სარგებლობის წლიური განაკვეთი – 2 პროცენტი.
3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები