დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2009 წლის რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 635 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/08/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 27/08/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №635
2009 წლის 27 აგვისტო
ქ. თბილისი
2009 წლის რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ
1. 2009 წლის რთვლის ღონისძიებათა წარმატებით განხორციელების მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტისათვის“ გათვალისწინებული ასიგნებების 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარით შემცირების ხარჯზე განახორციელოს შემდეგი კომპანიების საწესდებო კაპიტალის ზრდა:
ა) შპს ,,რთველი 2008“ _ 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით;
ბ) სს ,,აკურა“ _ 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე განახორციელოს სათანადო ცვლილებები საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები