საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 609
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/09/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 24/09/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
609
24/09/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 24/09/2008
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №609

2008 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მუნიციპალური სერვისების განვითარების პროექტების ფარ­გლებში ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებისა და დეტალური საინჟინრო პროექტების შემუშავების მიზ­ნით საქართვე­ლოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქარ­თველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­თველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავ­რობის სარე­ზერვო ფონდიდან საქართველოს მუნიციპა­ლური განვითა­რების ფონდს გამოუყოს 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი.

2. „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2008 წლის სახელ­მწიფო ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციას დაე­მატოს ორგანიზაციული კოდი „25 18 – საქართველოს მუნიციპა­ლური განვითარების ფონდის მიერ მუნიციპალური სერვი­სების განვითარების პროექტების ფარგლებში განსახორცი­ელებელი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებებისა და საინ­ჟინრო პროექტების მომზადება“.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესა­ბამისად საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველ­საყოფად საქონლისა და მომსახურების შესყიდვა განახორ­ციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე