„საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს №529 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს №529 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 605
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/09/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 24/09/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
605
24/09/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 24/09/2008
000000000.00(0).000.000000
„საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს №529 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №605

2008 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს № 529 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „საომარ მდგომარე­ობასთან დაკავ­შირებული ზოგი­ერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს №529 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლი­ლებები და პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად „საქარ­თველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­თველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრო­ბის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამი­ნისტროს (ნ. გილაური) გამოეყოს 410 000 (ოთხას ათი ათასი) ლარი, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინის­ტროს (თ. მარტიაშვილი) - 690 100 (ექვსას ოთხმოცდა­ათი ათას ასი) ლარი.

 2. დაზარალებულ, მათ შორის იძულებით გადაად­გილებულ პირთათვის ჰუმანიტარული და სხვა სახის დახმარების სწრაფად და ეფექტიანად გაწევის მიზნით, აგრეთვე რეზერვისტთა გადაყვანისა და რეზერვისტთა კვებით უზრუნველსაყოფად საბიუჯეტო ორგანიზა­ციებმა საომარი მდგომარეობის დროს საქონლის, მომსა­ხურებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა განახორ­ციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით „სა­ხელ­­­მწიფო შესყიდ­ვების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესა­ბამისად. დაზარალებულ, მათ შორის იძულებით გადაად­გილებულ პირთათვის შესყიდული საქონლისა და მომსა­ხურების გადაცემა, აგრეთვე რეზერ­ვისტთა გადაყვანისა და რეზერვისტთა კვებით უზრუნ­ველსა­ყოფად საბიუჯეტო ორგანიზა­ციებმა საომარი მდგომარეობის დროს საქონლისა და მომსახურების გადაცემა განა­ხორცი­ელონ გამარტივებული წესით. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ შეუძ­ლებელია ჰუმანიტარულ და სხვა სახის დახმარებაზე, შესყიდულ საქო­ნელსა და მომსახურებაზე მიმღებ პირებთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება, საბიუჯეტო ორგანიზა­ციებმა (ხელმძღვანელი ან შესაბამისად უფლებამოსილი პირი) უნდა გააფორმონ გადაცემული საქონლისა და მომსახურების ჩამოწერის აქტი.“.

2. განკარგულება ძალაშია 2008 წლის 9 აგვის­ტოდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე