დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სესხის გაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 626 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/08/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 21/08/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).00.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №626
2009 წლის 21 აგვისტო
ქ. თბილისი
მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სესხის გაცემის შესახებ
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით პროგრამა „მეღვინეობის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებებისათვის“ გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტთან“ ერთად გააფორმოს სასესხო ხელშეკრულებები შემდეგ საწარმოებთან:
ა) შპს ,,რთველი 2008“-სთან – 3 663 000 (სამი მილიონ ექვსას სამოცდასამი ათასი) ლარის ოდენობით;
ბ) სს ,,აკურასთან“ – 3 663 000 (სამი მილიონ ექვსას სამოცდასამი ათასი) ლარის ოდენობით.
2. საბიუჯეტო სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვროს 7 წელი სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან, სესხის სარგებლად – წლიური 7-პროცენტიანი განაკვეთი, საშეღავათო პერიოდად – 2 წელი.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები