დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის პირველი ნოემბრის №168/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 197/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/12/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016718 |
|
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის პირველი ნოემბრის №168/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის პირველი ნოემბრის №168/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 05/11/2013, 430210000.22.022.016688) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების:
1. მე-5 მუხლის: ა) ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ზ) სამინისტროს სატელეფონო ცხელი ხაზის მუშაობის უზრუნველყოფა;“ ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ და „ზ2“ ქვეპუნქტები: „ზ1) სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა კორესპონდენციების დადგენილი წესით მიღება, აღრიცხვა, მათი გადაგზავნა სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის. ზ2) შესასრულებელი დოკუმენტების კონტროლზე აყვანა, შემსრულებლისათვის მისი დროული მიწოდების შემოწმება, შესრულების მიმდინარეობის შემოწმება და რეგულირება, დოკუმენტების შესრულების კონტროლის შედეგების აღრიცხვა და განზოგადება, ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.“; გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) მინისტრისთვის, მინისტრის პირველი მოადგილისათვის, მინისტრის მოადგილისათვის და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის, ასევე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი შესაბამისი იურიდიული პირებისათვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს სისტემაში ინფორმაციის მოძიება, მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი და სისტემატიზაცია;“; დ) „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) მიმდინარე, აგრეთვე მათ მიერ განსახორციელებელი განათლების კვლევებისა და შეფასებების მოკლე და გრძელვადიანი გეგმების განხილვა, შეთანხმება და შეფასება სამინისტროს პოლიტიკიდან და სტრატეგიიდან გამომდინარე; მ) ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) მიერ განსახორციელებელი პროექტების განათლების კვლევითი კომპონენტის განხილვა, შეთანხმება და მათი შესაბამისობის დადგენა სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) სტრატეგიული განვითარების გეგმებთან, მიზნებთან და მიმდინარე პროექტებთან;“; ე) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი: „მ1) ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული, სამინისტროსთვის განხორციელებული პროექტების განათლების კვლევითი კომპონენტების შუალედური და საბოლოო ანგარიშების განხილვა და რეკომენდაციების მომზადება;“; ვ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ო) არასამთავრობო სექტორისთვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ან/და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისათვის საჭიროების შემთხვევაში კვლევების დაკვეთაზე წინადადებების შემუშავება, ამ კვლევების მიზნების და მეთოდოლოგიის განსაზღვრა და მათი შესრულების მონიტორინგი;”; ზ) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ და „ო2“ ქვეპუნქტები: „ო1) კვლევისა და შეფასების მიზნებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტთა მოწვევის, ექსპერტთა და კონსულტანტთა დროებითი კომისიების შექმნის შესახებ წინადადებების შემუშავება; ო2) სამინისტროს მიერ/სამინისტროსთვის განხორციელებული განათლების მნიშვნელოვანი კვლევებისა და შეფასებების რეესტრის შექმნა და წარმოება;“ თ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიის გრიფის მინიჭების პროცესის ადმინისტრირება;“ ი) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ და „პ2“ ქვეპუნქტები: „პ1) გრიფირებული, აგრეთვე სამინისტროსთან შეთანხმებული, სკოლაში გამოყენებული სახელმძღვანელოების/სერიების საბიბლიოთეკო ფონდის წარმოება; პ2) გრიფირებული, აგრეთვე სამინისტროსთან შეთანხმებული, სახელმძღვანელოების/სერიების შესახებ მონაცემთა რეესტრის წარმოება;“. 2. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,კ) ახორციელებს ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასევე ამ დებულებით გათვალისწინებული დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მინისტრის ცალკეულ დავალებებს.“ 3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) ამ დებულებით გათვალისწინებული დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს/ასრულებენ მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;”. 4. მე-11 მუხლის: ა) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ და „ნ2“ ქვეპუნქტები: „ნ1) სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა კორესპონდენციების დადგენილი წესით მიღება, აღრიცხვა, მათი გადაგზავნა სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის; ნ2) შესასრულებელი დოკუმენტების კონტროლზე აყვანა, შემსრულებლისათვის მისი დროული მიწოდების შემოწმება, შესრულების მიმდინარეობის შემოწმება და რეგულირება, დოკუმენტების შესრულების კონტროლის შედეგების აღრიცხვა და განზოგადება, ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.“ ბ) მე-3 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. საქმისწარმოების სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმისწარმოების სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.”; 5. მე-12 მუხლის: ა) პირველი პუნქტი „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) მიმდინარე, აგრეთვე მათ მიერ განსახორციელებელი განათლების კვლევებისა და შეფასებების მოკლე და გრძელვადიანი გეგმების განხილვა, შეთანხმება და შეფასება სამინისტროს პოლიტიკიდან და სტრატეგიიდან გამომდინარე; ბ) ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) მიერ განსახორციელებელი პროექტების განათლების კვლევითი კომპონენტის განხილვა, შეთანხმება და მათი შესაბამისობის დადგენა სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) სტრატეგიული განვითარების გეგმებთან, მიზნებთან და მიმდინარე პროექტებთან;“; ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული, სამინისტროსთვის განხორციელებული პროექტების განათლების კვლევითი კომპონენტების შუალედური და საბოლოო ანგარიშების განხილვა და რეკომენდაციების მომზადება;“ გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) არასამთავრობო სექტორისთვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ან/და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისათვის საჭიროების შემთხვევაში კვლევების დაკვეთაზე წინადადებების შემუშავება, ამ კვლევების მიზნების და მეთოდოლოგიის განსაზღვრა და მათი შესრულების მონიტორინგი;“; დ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტები: „დ1) კვლევისა და შეფასების მიზნებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტთა მოწვევის, ექსპერტთა და კონსულტანტთა დროებითი კომისიების შექმნის შესახებ წინადადებების შემუშავება; დ2) სამინისტროს მიერ/სამინისტროსთვის განხორციელებული განათლების მნიშვნელოვანი კვლევებისა და შეფასებების რეესტრის შექმნა და წარმოება;“; ე) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები: „ვ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) მიერ/მათთვის განხორციელებული განათლების მნიშვნელოვანი კვლევებისა და შეფასებების რეესტრის შექმნა და წარმოება; ზ) განათლების კვლევების მართვის სფეროში სხვა სახელმწიფოთა გამოცდილების ანალიზი და გაზიარება; თ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირის დამყარება და სხვა სახელმწიფოთა შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობა.“; ვ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კვლევებისა და შეფასებების სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კვლევებისა და შეფასებების სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.“. 6. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. 1. გრიფირების სამმართველოს კომპეტენციაა: ა) სკოლის სახელმძღვანელოების/სერიის გრიფირების პროცესის ადმინისტრირების მიზნით: ა.ა) წინადადებების წარდგენა გრიფირების გამოცხადების, მასთან დაკავშირებული პირობების, ვადებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ; ა.ბ) გრიფირების საკითხებზე სამინისტროს ვებგვერდის ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზნით რეკომენდაციების გაცემა; ა.გ) სკოლის სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების კომისიის საქმიანობის ხელშეწყობა, მათ შორის, გრიფირების საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაციის წარდგენა და მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების ადმინისტრირება; ა.დ) გრიფირებაში მონაწილე კონკურსანტთა ინფორმაციული უზრუნველყოფა გრიფირების წესით განსაზღვრულ საკითხებზე; ა.ე) სახელმძღვანელოების შეფასების/რეცენზირების პროცესის მონიტორინგი. ბ) გრიფირებული, აგრეთვე, სამინისტროსთან შეთანხმებული სკოლებში გამოყენებული სახელმძღვანელოების/სერიების შესახებ მონაცემთა რეესტრის წარმოების მიზნით: ბ.ა) გრიფირებული, აგრეთვე, სამინისტროსთან შეთანხმებული სკოლებში გამოყენებული სახელმძღვანელოების/სერიების შესახებ (სახე, შემადგენლობა, გამომცემლობა, გრიფის მინიჭების თარიღი და ა.შ.) ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, შესაბამის რეესტრში ასახვა; ბ.ბ) გრიფირებული, აგრეთვე, სამინისტროსთან შეთანხმებული სკოლებში გამოყენებული სახელმძღვანელოების/სერიების შესახებ მონაცემთა რეესტრის პერიოდული განახლება; ბ.გ) გრიფირებული, აგრეთვე, სამინისტროსთან შეთანხმებული სკოლებში გამოყენებული სახელმძღვანელოების/სერიების კატალოგის წარმოება; გ) გრიფირებული, აგრეთვე, სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოების/სერიების საბიბლიოთეკო ფონდის წარმოების მიზნით: გ.ა) გრიფირებული, აგრეთვე, სამინისტროსთან შეთანხმებული სკოლებში გამოყენებული სახელმძღვანელოების/სერიების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, აღრიცხვა, პერიოდული განახლება; გ.ბ) გრიფირებული, აგრეთვე, სამინისტროსთან შეთანხმებული სკოლებში გამოყენებული სახელმძღვანელოების/სერიების საბიბლიოთეკო ფონდის მარაგის შევსებაზე ზრუნვა, საჭიროებების განსაზღვრა; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. გრიფირების სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გრიფირების სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები