საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული და სპორტული დაწესებულებების რესტავრაცია-მშენებლობისა და ეკოლოგიური და სოციალური პროექტების განხორციელების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 622
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/08/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 21/08/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
622
21/08/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 21/08/2009
000000000.00(0).000.000000
საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული და სპორტული დაწესებულებების რესტავრაცია-მშენებლობისა და ეკოლოგიური და სოციალური პროექტების განხორციელების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №622

2009 წლის 21 აგვისტო

. თბილისი

საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული და სპორტული დაწესებულებების რესტავრაცია-მშენებლობისა და ეკოლოგიური და სოციალური პროექტების განხორციელების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

1. საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთე­ლო­­ბის დაცვის, კულტურული და სპორტული დაწესებულე­ბე­ბის რესტავრაცია-მშენებლობისა და ეკოლოგიური და სოცი­ა­ლური პროექტების განხორციელების მიზნით საქართველოს გა­რემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქ­ვეუწყებო  დაწესებულებამ – სატყეო დეპარ­ტა­მენტმა უზრუნ­ველ­ყოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სა­ტ­ყეო სამმართვე­ლოს მართვას დაქვემდებარებული ადიგენის სა­ტყეო უბნის 4-3-1 სარეინჯეროში (ყოფილი კეხოვანის სა­ტ­ყეო) 8000 მ3 სა­მასალე მერქნის მისაღებად გამოყოფილი ტყე­კა­ფების შე­თანხ­მება და დამაგრება საქართველოს ეკონომი­კური განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ტყით­მო­სარგებლეზე.

2. განკარგულების შესაბამისად 8000 მ3 სა­მასალე მერქ­ნის დამზადების შედეგად მიღებული საშეშე მერ­ქანი ტყით­მოსარგებლემ გადასცეს ადიგენის მუნიციპალი­ტე­ტის გამგეო­ბას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მო­სახ­ლეობის სო­ცია­ლურ მოთხოვნილებათა დასაკმა­ყო­ფი­ლებ­ლად.

3. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ ამ განკარგულებით გათ­ვალისწინებული ტყეკაფის გამოყოფისა და ხეტყის დამ­ზადე­ბის სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გა­ი­ღებს ტყითმოსარგებლე.

პრემიერ-მინისტრი                      ნიკა გილაური