დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქართული კულტურის საპრეზენტაციო პროგრამის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 31 ივლისის №566 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 619 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/08/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 21/08/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №619
2009 წლის 21 აგვისტო
ქ. თბილისი
„ქართული კულტურის საპრეზენტაციო პროგრამის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 31 ივლისის № 566 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „ქართული კულტურის საპრეზენტაციო პროგრამის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 31 ივლისის № 566 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ მისთვის „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში უზრუნველყოს 2009 წლის 10–12 სექტემბერს გერმანიაში, ქალაქ ბერლინში დაგეგმილი ქართული კულტურის საპრეზენტაციო პროგრამის შეუფერხებლად შესრულებისათვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით 550 000 (ხუთას ორმოცდაათი ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარის ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები