საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 87
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 06/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016212
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
87
06/12/2013
ვებგვერდი, 09/12/2013
360160000.22.023.016212
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/12/2013 - 11/12/2013)

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №87

2013 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

,,საჯარო სამსახურის შესახებ’’  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის N98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამსახურის მოხელეთა   დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.’’
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე



დანართი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კლიმატის  ცვლილების  სამსახურის   მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 


მუხლი 1. კლიმატის  ცვლილების  სამსახურის  უფროსი
კლიმატის  ცვლილების  სამსახურის  უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებით;
ბ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ) კლიმატის ცვლილების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;
დ) კლიმატის ცვლილების სფეროში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში;
ე) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’  საქართველოს კანონის, ,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის,  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის კიოტოს ოქმის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის N98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის N23 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს  კლიმატის ცვლილების სამსახურის დებულების ცოდნა;
ვ) კლიმატის ცვლილების კონვენციის კუთხით მიმდინარე საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობის გამოცდილება;
ზ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
თ) საერთაშორისო პროექტების შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება.
ი) ინგლისური ენის ცოდნა (კარგად);
კ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Excel - კარგად)  ცოდნა.

 


მუხლი 2. კლიმატის  ცვლილების  სამსახურის  მთავარი სპეციალისტი
1. კლიმატის  ცვლილების  სამსახურის  მთავარი სპეციალისტი  უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებით;
ბ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ) კლიმატის ცვლილების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში;
დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’  საქართველოს კანონის, ,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის,  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის კიოტოს ოქმის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის N98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის N23 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს  კლიმატის ცვლილების სამსახურის დებულების ცოდნა;
ე) კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
ვ) სათბურის გაზების ინვენტარიზაციის პრინციპების, მეთოდების და პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა;
ზ) კვალიფიკაცია რიცხვითი მონაცემების დამუშავების მეთოდების, სტატისტიკური მეთოდების და პროგნოზირებისათვის  მოდელების გამოყენებაში;
თ) საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების უნარი;
ი) ინგლისური ენის ცოდნა (კარგად);
კ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - ძალიან კარგად, Excel - ძალიან კარგად, Power Point - ძალიან კარგად)  ცოდნა.
2. კლიმატის  ცვლილების  სამსახურის  მთავარი სპეციალისტი  უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებით;
ბ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ) კლიმატის ცვლილების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში;
დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’  საქართველოს კანონის, ,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის,  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის კიოტოს ოქმის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის N98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის N23 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს  კლიმატის ცვლილების სამსახურის დებულების ცოდნა;
ე) კლიმატის ცვლილების პროცესის მოდელირებისა და მათემატიკური უზრუნველყოფის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
ვ) კვალიფიკაცია რიცხვითი მონაცემების დამუშავების მეთოდების, სტატისტიკური მეთოდების და პროგნოზირებისათვის  მოდელების გამოყენებაში;
ზ) პროგრამირების ერთ-ერთი ენის (Microsoft Excel VBA, C++…) ცოდნა;
თ) კომპიუტერულ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
ი) საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების უნარი;
კ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word - ძალიან კარგად)  ცოდნა.
3. კლიმატის  ცვლილების  სამსახურის  მთავარი სპეციალისტი  უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებით;
ბ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ) კლიმატის ცვლილების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში;
დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’  საქართველოს კანონის, ,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის,  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის კიოტოს ოქმის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის N98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის N23 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს  კლიმატის ცვლილების სამსახურის დებულების ცოდნა;
ე) კლიმატის ცვლილების შერბილების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
ვ) სუფთა განვითარების მექანიზმისა და სხვა ფინანსური მექანიზმების, ასევე  „ეროვნულად მისაღები შემარბილებელი ქმედებებთან“ დაკავშირებული საკითხების ცოდნა;
ზ) სათბურის გაზების ინვენტარიზაციის პრინციპების, მეთოდების და პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა;
თ) საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების უნარი;
ი) ინგლისური ენის ცოდნა (კარგად);
კ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - ძალიან კარგად, Excel - ძალიან კარგად, Power Point - ძალიან კარგად)  ცოდნა.

მუხლი 3. კლიმატის  ცვლილების  სამსახურის  უფროსი სპეციალისტი
კლიმატის  ცვლილების  სამსახურის  უფროსი სპეციალისტი  უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკური ან ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებით;
ბ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
გ) კლიმატის ცვლილების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში;
დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’  საქართველოს კანონის,  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის N98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის N23 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს  კლიმატის ცვლილების სამსახურის დებულების ცოდნა;
ე) კლიმატის გლობალური ცვლილების  პროცესის,  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო  კონვენციის  პრინციპების ცოდნა;
ვ) ინგლისური ენის ცოდნა (კარგად);
ზ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Excel - კარგად, Power Point - კარგად)  ცოდნა.