პატარა ლიახვის ხეობის მცხოვრებთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვის მიზნით ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

  • Word
პატარა ლიახვის ხეობის მცხოვრებთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვის მიზნით ასიგნებათა გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 54
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/02/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 06/02/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
54
06/02/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 06/02/2007
000000000.00(0).000.000000
პატარა ლიახვის ხეობის მცხოვრებთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვის მიზნით ასიგნებათა გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №54

2007 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

პატარა ლიახვის ხეობის მცხოვრებთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვის მიზნით ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

1. პატარა ლიახვის ხეობაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა და შექმნილი სპეციფიკური ვითარების გამო მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი კომპენსაციის მიზნით მიმდინარე წლის იანვარ-დეკემბერში ანაზღაურდეს ყოველ აბონენტზე თვეში არა უმეტეს 120 კვტ/სთ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება შესაბამისი ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე უზრუნველყოს მასთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება და თანხების დანიშნულებისამებრ გადარიცხვა.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა.

4. განკარგულება ძალაშია 2007 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                        ზ. ნოღაიდელი