დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 126-ე კმ-ზე მდინარე ბეღლორას გამორეცხილ ხიდზე პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 611 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/08/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 14/08/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №611
2009 წლის 14 აგვისტო
ქ. თბილისი
ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 126-ე კმ-ზე მდინარე ბეღლორას გამორეცხილ ხიდზე პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 126-ე კმ-ზე მდინარე ბეღლორას გამორეცხილ ხიდზე პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით:
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2009 წელს უზრუნველყოს ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 126-ე კმ-ზე მდინარე ბეღლორას გამორეცხილ ხიდზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელება.
2. აღნიშნულ ღონისძიებათა დროულად შესრულების მიზნით პარალელურ რეჟიმში ჩატარდეს საპროექტო და აღდგენითი სამუშაოები. აღდგენითი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
3. აღნიშნული სამუშაოები დაფინანსდეს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების მოვლა-შენახვის ხარჯების“ მუხლით (ორგანიზაციული კოდი – 25 03 01 02) განსაზღვრული ასიგნებიდან.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები