დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ახლად შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ოჯახების დიზელის საწვავით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 136 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/03/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 21/03/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №136
2008 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ახლად შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ოჯახების დიზელის საწვავით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ქ. თბილისის მერიამ (გ. უგულავა) ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ახლად შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ოჯახების დიზელის საწვავით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შეუფერხებელი განხორციელებისათვის დიზელის საწვავისა და მისი მიწოდების, აგრეთვე საწვავის მიღების წესებისა და ადგილების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების უზრუნველსაყოფად საინფორმაციო კლიპების დამზადება-განთავსების მომსახურების შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები