დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 606 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/08/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 14/08/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №606
2009 წლის 14 აგვისტო
ქ. თბილისი
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული ანგარიშის ქართულ და რუსულ ენებზე წიგნად გამოცემის, DVD-ვერსიებად დამზადებისა და მისი შემდგომი პრეზენტაციის ღირებულების ანაზღაურების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს გამოუყოს 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები