მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახების დიზელის საწვავით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

  • Word
მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახების დიზელის საწვავით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 128
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 15/03/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
128
15/03/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 15/03/2008
000000000.00(0).000.000000
მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახების დიზელის საწვავით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №128

2008 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახების დიზელის საწვავით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (პ. ცისკარიშვილი) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროგრამით – „მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახების დიზელის საწვავით უზრუნველყოფის ღონისძიებები“ – (ორგანიზაციული კოდი 37 01 16) გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეუფერხებლად განხორციელებისთვის დიზელის საწვავისა და მისი შესაბამის მუნიციპალიტეტებში მიწოდების, აგრეთვე მოსახლეობის საწვავის მიღების წესებისა და ადგილების შესახებ ინფორმირების უზრუნველსაყოფად საინფორმაციო კლიპების დამზადება-განთავსების მომსახურების შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

2. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უზრუნველყონ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ხელშეწყობა და მოსარგებლეებისათვის დიზელის საწვავის ტალონების გადაცემა.

3. განკარგულება ძალაშია „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების ამოქმედებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                              ვ. გურგენიძე