სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ

  • Word
სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 599
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/08/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 14/08/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
599
14/08/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 14/08/2009
000000000.00(0).000.000000
სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №599

2009 წლის 14 აგვისტო

. თბილისი

სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ

1. ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სა­ხებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამე­ლი­ო­რა­­ციო სისტემების ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიე­ბა­თა დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინის­ტრომ ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სახებ” საქართველოს კანონით საქართველოს სოფლის მე­ურ­ნეობის სამინისტროსათვის გან­სა­ზღვრული სამელიო­რაციო სის­ტემების ფუნქციონირების ხელ­შეწყობის ღონისძიებათა ასიგ­­ნებებიდან საკრედიტო რესურ­სად გამოყოს 65 000 (სამოც­დახუთი ათასი) ლარი და საქარ­თვე­ლოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გაა­ფორ­მოს სათანადო სასესხო ხელ­შეკრულება შეზღუდული პა­სუ­ხისმგებლობის საზოგადო­ება ,,ალაზანი-მ”-თან”.

2. საბიუჯეტო სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვროს ორი წელი ხელ­შეკრუ­ლე­ბის ხელმოწერის დღიდან, ხოლო სეს­ხის სარგებლად – წლიური ერთპროცენტიანი განაკვეთი.

 

პრემიერ-მინისტრი       ნიკა გილაური