„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 119
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 13/03/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
119
13/03/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 13/03/2008
000000000.00(0).000.000000
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №119

2008 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებით დამტკიცებულ №3 და №4 დანართებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) №3 დანართის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქ­ტე­ბი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ა) სოფლების: ჩორჯო, ურავი, 1-ლი ტოლა, მე-2 ტოლა, ჭყვიში, გორისუბანი და ქ. ამბროლაურის წყალმომარაგების სი­ს­ტემის რეაბილიტაცია;

ბ) შიდა გზების რეაბილიტაცია – სადმელი, ზემო კრიხი, ჟოშხა-გენდუში, ნიკორწმინდა;“;

ბ) №4 დანართის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

„1. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 940 000 (ცხრაას ორმოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსა­ხორ­ციელებლად:

ა) სოფელ ძეგვის საბავშვო ბაღის რემონტი;

ბ) სოფელ მსხალდიდის სკოლის რემონტი;

გ) სოფელ მუხრანის სკოლის კომპიუტერული ოთახის მოწყობა;

დ) სოფელ მისაქციელის წყალმომარაგების მაგისტრალის გაყვანა;

ე) სოფელ წილკნის გაზიფიცირების სამუშაოები.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 პრემიერ-მინისტრი          ვ. გურგენიძე