„ლტოლვილთა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„ლტოლვილთა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4701
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/04/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 17/05/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 18/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.05.001.002.810
  • Word
4701
27/04/2007
სსმ, 17, 17/05/2007
010.170.000.05.001.002.810
„ლტოლვილთა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს კანონი

„ლტოლვილთა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

              მუხლი 1. „ლტოლვილთა შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 39) დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

     „მუხლი 41. ლტოლვილის დროებითი ბინადრობის მოწმობა

1. ლტოლვილად ცნობილ პირს ეძლევა დროებითი ბინადრობის მოწმობა.

2. დროებითი ბინადრობის მოწმობას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახური პირის მიერ შესაბამისი განცხადებისა და დოკუმენტების წარდგენიდან 10 დღის ვადაში.

3. დროებითი ბინადრობის მოწმობა ადასტურებს ლტოლვილად ცნობილი პირის მოქალაქეობას, ვინაობას, საცხოვრებელ ადგილს საქართველოს ტერიტორიაზე და სტატუსს.

4. დროებითი ბინადრობის მოწმობა გაიცემა 3 წლის ვადით და მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე.

5. დროებითი ბინადრობის მოწმობის ასაღებად პირი ვალდებულია წარადგინოს სამინისტროს მიერ გაცემული, ლტოლვილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და ფოტოსურათი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახური ლტოლვილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობას ამოწმებს სამინისტროს მეშვეობით.

6. დროებითი ბინადრობის მოწმობაში ლტოლვილად ცნობილი პირის მოქალაქეობასთან ერთად ჩაიწერება სიტყვა „ლტოლვილი“. დროებითი ბინადრობის მოწმობაში ლტოლვილის მისამართად მიეთითება მის მიერ დასახელებული მისამართი.

7. პირი, რომელსაც შეუწყდა ან ჩამოერთვა ლტოლვილის სტატუსი, ვალდებულია ჩააბაროს დროებითი ბინადრობის მოწმობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს ან სამინისტროს. სამინისტრო ვალდებულია, მასთან ჩაბარებული დროებითი ბინადრობის მოწმობა არა უგვიანეს 10 დღისა გადაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს.

8. ლტოლვილად ცნობილ პირზე დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემის წესი მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.

    მუხლი 2

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2007 წლის 1 ივლისამდე გამოსცეს ბრძანება ლტოლვილის დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ.

2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ და იუსტიციის სამინისტრომ 2007 წლის 1 ივლისამდე გამოსცენ ერთობლივი ბრძანება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ლტოლვილთა გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ.

    მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 27 აპრილი.

№4701–Iს