საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. თბილისის №5 საპყრობილის გაუქმებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. თბილისის №5 საპყრობილის გაუქმებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 109
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 08/03/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
109
08/03/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 08/03/2008
000000000.00(0).000.000000
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. თბილისის №5 საპყრობილის გაუქმებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №109

2008 წლის 8 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. თბილისის №5 საპყრობილის გაუქმებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების რაციონა­ლურად გამოყენების მიზნით:

1. ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს იუსტიციის სამი­ნისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. თბილი­სის №5 საპყრობილის გაუქმების შესახებ საქართველოს იუს­ტი­ციის მინისტრის №49 ბრძანება და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასა­მარ­თლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №703/15 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრუ­ლების დეპარტამენტის ქ. თბილისის №5 საპყრობილის ბალან­სზე რიცხული, გორგასლის ქ. №85-ში მდებარე შენობა-ნაგებობათა კომპლექსი გადაეცეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გორგასლის ქ. №85-ში მდებარე შენობა-ნაგებობათა კომპლექ­სის ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით განიხილოს მათი დემონტაჟის მიზანშეწონილობის საკითხი და მისი დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში ერთ პირთან მოლაპარაკების გზით უზრუნველყოს შესაბა­მისი ღონისძიე­ბების განხორციელება საქართველოს კანონმდებ­ლობით დად­­გენილი წესით.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                   ვ. გურგენიძე