ზემო აფხაზეთში ომარიშარისა და საკენის ჰიდროელექტროსადგურების ფუნქციონირების შესახებ

  • Word
ზემო აფხაზეთში ომარიშარისა და საკენის ჰიდროელექტროსადგურების ფუნქციონირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 107
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 08/03/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
107
08/03/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 08/03/2008
000000000.00(0).000.000000
ზემო აფხაზეთში ომარიშარისა და საკენის ჰიდროელექტროსადგურების ფუნქციონირების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №107

2008 წლის 8 მარტი

ქ. თბილისი

ზემო აფხაზეთში ომარიშარისა და საკენის ჰიდროელექტროსადგურების ფუნქციონირების შესახებ

1. ზემო აფხაზეთში, დალი-კოდორის ხეობაში არსებული ომარიშარისა და საკენის ჰიდროელექ­ტრო­სადგურების და ამა­ვე ტერიტორიაზე განთავსებული 10 კვ. და 0,4 კვ. ელექ­ტროგადამცემი ხაზების განსაკუთრებული და სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგ­ვის­ტოს №140 დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნ­ქტისა და 201 მუხლის შესაბამისად ეთხოვოს აჟარის (ზემო აფხაზეთი) მუნიციპალიტეტის გამგეობას უზრუნველყოს გამარ­ტივებუ­ლი წესით ზემოაღნიშნული ობიექტების მშენებ­ლობის პროექტის (სამშენებლო დოკუმენტაცია) შეთანხმება და მათი საექსპლუატაციოდ მიღება.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტრომ (ე. შარაშიძე) და სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენ­ტომ პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებისთანავე უზრუნველყონ ზემო აფხაზეთში, დალი-კოდორის ხეობაში არსებული ომარიშარისა და საკენის ჰიდროელექტროსადგურების და ამავე ტერიტორიაზე გან­თავსებული 10 კვ. და 0,4 კვ. ელექტროგადამცემი ხაზების კანონ­მდებლობით დადგენილი წესის თანახმად სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული შპს „მრამბაჰესის“ საწეს­დებო კაპიტალში შესატანად სათანადო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი            ვ. გურგენიძე