დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მე-100 კმ-ში სოფელ დანისპარაულთან, მდინარე საფრისწყალზე, დროებითი გადასასვლელის მოწყობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 586 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/08/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 05/08/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №586
2009 წლის 5 აგვისტო
ქ. თბილისი
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მე-100 კმ-ში სოფელ დანისპარაულთან, მდინარე საფრისწყალზე, დროებითი გადასასვლელის მოწყობის შესახებ
1. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მე-100 კმ-ში სოფელ დანისპარაულთან, მდინარე საფრისწყალზე, დროებითი გადასასვლელის მოწყობის მიზნით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2009-2010 წლებში უზრუნველყოს:
ა) ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მე-100 კმ-ში სოფელ დანისპარაულთან, მდინარე საფრისწყალზე, დროებითი გადასასვლელის მოწყობა;
ბ) სამუშაოების დროულად შესრულების მიზნით პარალელურ რეჟიმში საპროექტო და აღდგენითი სამუშაოების ჩატარება. აღდგენითი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
2. პირველ პუნქტში გათვალისწინებულ სამუშაოთა დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის 2009-2010 წლებში შესაბამისი სახელმწიფო ბიუჯეტით გზების რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები