ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ხელოვნების ფესტივალის – „მზერა” გამართვის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ხელოვნების ფესტივალის – „მზერა” გამართვის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 571
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 31/07/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
571
31/07/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 31/07/2009
000000000.00(0).000.000000
ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ხელოვნების ფესტივალის – „მზერა” გამართვის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №571

2009 წლის 31ივლისი

. თბილისი

ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ხელოვნების ფესტივალის – „მზერა” გამართვის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობის კან­ცე­ლა­რიის ინიციატივა ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავ­შვთა ხელოვ­ნების ფესტივალის – „მზერა” საქართველოს მთავრობის პატრონატით 2009 წლის 21 აგვისტოდან 10 სექ­ტემ­ბრის ჩათვლით თბილისსა და სა­გარეჯოში გამართვის შე­სა­ხებ.

2. ფესტივალის გამართვის ორგანიზაციული უზრუნ­ველ­­ყოფა და სათანადო მომსახურების სახელმწიფო შეს­ყიდვა განახორ­ციელოს საქართველოს მთავ­­რობის კანცელა­რიამ.

3. „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” სა­ქარ­თველოს კა­ნონის მე-13 მუხლის შესაბამისად საქარ­თვე­ლოს ფი­ნან­სთა სამინისტრომ ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვა­ლისწინებულ ღონისძიებათა დაფინან­სების მიზნით „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესა­ხებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართ­ველოს მთავ­რობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიას გამოუყოს 34 692 (ოცდა­თოთხმეტი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარი.

4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ფესტივალის ორგანი­ზებაში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე ფესტივალის სპონ­­სორები.

5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღოს შესა­ბა­მი­სი ზომები ფესტივალის მონაწილე ბავშვთა უსაფრ­თხო გადაადგილების უზრუნველყოფისათვის.

6. ეთხოვოთ:

ა) ქა­ლაქ თბილისის მერიას – უზრუნველყოს ფესტივა­ლის მონაწილე ბავშვთა ტრანსპორტით გადაყვანა საგა­რე­ჯო-თბი­ლისი-საგარეჯოს მიმართულებით;

ბ) საგარეჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­­ტეტის გამ­გეობას – უზრუნ­ველ­ყოს ფესტი­ვალის ორგანიზებისა და გამარ­თვის საკით­ხებში სა­თა­ნადო დახმარების აღმო­ჩენა.

 

პრემიერ-მინისტრი                                            ნიკა გილაური