მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების მკურნალობისათვის საჭირო DOTS–PLUS სტრატეგიით გათვალისწინებული მეორე რიგის ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების შესყიდვის ღონისძიების შესახებ

  • Word
მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების მკურნალობისათვის საჭირო DOTS–PLUS სტრატეგიით გათვალისწინებული მეორე რიგის ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების შესყიდვის ღონისძიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 104
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 08/03/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
104
08/03/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 08/03/2008
000000000.00(0).000.000000
მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების მკურნალობისათვის საჭირო DOTS–PLUS სტრატეგიით გათვალისწინებული მეორე რიგის ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების შესყიდვის ღონისძიების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 104

2008 წლის 8 მარტი

ქ. თბილისი

მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების მკურნალობისათვის საჭირო DOTS–PLUS სტრატეგიით გათვალისწინებული მეორე რიგის ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების შესყიდვის ღონისძიების შესახებ

1. მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების მედიკამენტებით შეუფერხებლად უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელმა ცენტრმა გლობალური ფონდის პროექტების – DOTS სტრატეგიის განხორციელების სრულყოფა საქართველოში (პროექტი GEO-405-G03-T) და საქართველოში რეზისტენტული ტუბერკულოზის სფეროში მართვის სრულყოფის ღონისძიებების გატარება (პროექტი GEO-607-G05-T) – ფარგლებში DOTS–PLUS სტრატეგიით გათვალისწინებული მეორე რიგის ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების შესყიდვა 2008 წელს განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე