„ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1640-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 080180020.05.001.017231
1640-Iს
27/11/2013
ვებგვერდი, 16/12/2013
080180020.05.001.017231
„ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 246) პირველი მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ტერორისტული აქტი – აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, ადამიანზე თავდასხმა, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება, რომელიც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას, ჩადენილი ტერორისტული მიზნით, ან ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარა;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) ტერორისტული მიზანი − მოსახლეობის დაშინება ან ხელისუფლების ორგანოს, უცხო ქვეყნის ხელისუფლების ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ან ქვეყნის/უცხო ქვეყნის/საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური პოლიტიკური, კონსტიტუციური, ეკონომიკური ან სოციალური სტრუქტურების დესტაბილიზაცია ან განადგურება;“;

გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ზ) ტერორისტული ორგანიზაცია – ორგანიზაცია (მიუხედავად მისი ფორმისა), შექმნილი ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით. ორგანიზაცია შეიძლება ცნობილ იქნეს ტერორისტულ ორგანიზაციად, თუ ის არის დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებული ორზე მეტი პირის ორგანიზებული გაერთიანება. ორგანიზებულ გაერთიანებად ჩაითვლება გაერთიანება, რომელიც არ არის შემთხვევით შექმნილი დანაშაულის დაუყოვნებლივ ჩასადენად და რომელშიც არ არის აუცილებელი, ფორმალურად იყოს განაწილებული როლები გაერთიანების წევრთა შორის, წევრობას ჰქონდეს უწყვეტი ხასიათი ან ჩამოყალიბებული იყოს განვითარებული სტრუქტურა;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 ნოემბერი 2013 წ.

N1640-Iს