დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე მდ. ჯახვათაზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობის” საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისაგან გათავისუფლების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 562 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 31/07/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №562
2009 წლის 31ივლისი
ქ. თბილისი
,,ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე მდ. ჯახვათაზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობის” საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისაგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დაზიანებული ხიდების ნაცვლად კაპიტალური სახიდე გადასასვლელების მშენებლობას. შესასრულებელი სამუშაოები თავისი შინაარსით აღდგენითი ხასიათისაა და ისინი ხორციელდება ახალი ხიდის აშენებით ისე, რომ მისი ღერძი სრულად ემთხვევა არსებული ავარიული ხიდის ღერძსა და გაბარიტებს, რაც პრაქტიკულად დამატებით მიწის გამოყოფას არ საჭიროებს და გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ არსებული ხიდები ავარიულ მდგომარეობაშია და მოძრაობა მიმდინარეობს შეზღუდულ რეჟიმში, საქმიანობა უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ.
ზემოაღნიშნულ ღონისძიებათა დასაჩქარებლად ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდეს ,,ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე მდ. ჯახვათაზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობის” საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისაგან.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები