დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზოგიერთი სამინისტროსათვის საქართ¬ველოს იუსტიციის სა¬მინისტროს მმართველობის სფეროში მოქ¬მედი საჯარო სა¬მართ¬ლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქი¬ვის მიერ 2009 წლის განმავლობაში გასაწევი მომსახურების ანა¬ზ¬ღაურების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №279 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 554 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 24/07/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №554
2009 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
„ზოგიერთი სამინისტროსათვის საქართ ველოს იუსტიციის სა მინისტროს მმართველობის სფეროში მოქ მედი საჯარო სა მართ ლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქი ვის მიერ 2009 წლის განმავლობაში გასაწევი მომსახურების ანა ზ ღაურების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №279 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „ზოგიერთი სამინისტროსათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2009 წლის განმავლობაში გასაწევი მომსახურების ანაზღაურების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის № 279 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ ხანგრძლივად შესანახი დოკუმენტების 2009 წლის განმავლობაში შენახვის მომსახურების შესყიდვის მიზნით, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქვემოთ ჩამოთვლილმა სახელმწიფო დაწესებულებებმა უზრუნველყონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით ხელშეკრულებების გაფორმება შემდეგი ოდენობის თანხებზე:“ .
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები