დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №427 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1605 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016248 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1605
2013 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №427 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №427 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა)განკარგულებით დამტკიცებულ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხას“ (დანართი №1) დაემატოს „კ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„კ1) საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი;“;
ბ) განკარგულებით დამტკიცებულ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაცვის ობიექტთა ნუსხას“ (დანართი №2) დაემატოს „ღ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ღ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის ადმინისტრაციული შენობა.“.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები