დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიისათვის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის №122 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1602 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 27/11/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/12/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016245 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1602
2013 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
„შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიისათვის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის №122 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიისათვის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის №122 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციის“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი 37 01 05) გამოყოფილი ასიგნებებიდან:
ა) სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ (შემდგომში - კომპანია) კაპიტალის გასაზრდელად უზრუნველყოს 48 599 800 (ორმოცდარვა მილიონ ხუთას ოთხმოცდაცხრამეტი ათას რვაასი) ლარის კომპანიის ანგარიშზე გადარიცხვა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის დასაფინანსებლად და სამელიორაციო დანიშნულების ტექნიკის შეძენის მიზნით;
ბ) სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მიმდინარე ექსპლუატაციის ხარჯების და კომპანიის სხვა მიმდინარე ხარჯების ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით, უზრუნველყოს კომპანიის ანგარიშზე 11 100 000 ლარის (თერთმეტი მილიონ ასი ათასი) ლარის გადარიცხვა.“;
ბ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე უზრუნველყოს ცვლილების განხორციელება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2013 წლის ბიუჯეტში.“.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
დოკუმენტის კომენტარები