სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზი - ქართლისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზი - ქართლისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1594
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016237
  • Word
1594
27/11/2013
ვებგვერდი, 06/12/2013
000000000.00.003.016237
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზი - ქართლისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1594

2013 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზი - ქართლისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხ­­ლ­ის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსე­ბუ­­ლი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში, სოფელ კა­ლი­ნინოში, სოფელ ბირლიკში მდებარე 15057.3 კმ. ბუნებრივი აირის მილსადენი (მიწის (უძრავი ქონების) ს/კ N81.00.351) პირდაპირი მი­ყი­დვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1000 (ათასი) აშშ დოლარის ეკვივა­ლენტ ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზი - ქარ­თ­ლს“ (ს/კ 236096425).

2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გა­ფო­რმებიდან 30 კალენდარულ დღეში;

ბ) 2014 წლის 1 მაისამდე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თა­ზა­ქენდში, სოფელ კალინინოში, სოფელ ბირლიკში მდებარე ბუნე­ბრივი აირის მილსადენზე არსებული გაზიფიცირებული აბონე­ნ­ტების გაზმომარაგების მიზნით ამ განკარგულების პირველი პუნქ­ტ­ით გათ­ვა­ლისწინებული ქონების სარეაბილიტაციო სამუშა­ო­ე­ბის განხორციე­ლე­ბა.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა­მი­ნისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვ­ნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნვე­ლ­ყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორ­ცი­ელება.

პრემიერ-მინისტრი                                                   ი. ღარიბაშვილი