დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 552 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 24/07/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №552
2009 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
1. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 15 ივლისის № 15/828 წერილი) ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების – ქ. ახალციხეში, კოსტავას ქ. № 18-ში მდებარე გამგეობის ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობებისა და მათზე დამაგრებული 4623 კვ.მ მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო № 62.09.58.017) გადაცემის შესახებ.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები