საქართველოს შავიზღვისპირა რეგიონში სატრანსპორტო გადაზიდვების არსებული პოტენციალის შემდგომი განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
საქართველოს შავიზღვისპირა რეგიონში სატრანსპორტო გადაზიდვების არსებული პოტენციალის შემდგომი განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1590
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016234
  • Word
1590
25/11/2013
ვებგვერდი, 06/12/2013
000000000.00.003.016234
საქართველოს შავიზღვისპირა რეგიონში სატრანსპორტო გადაზიდვების არსებული პოტენციალის შემდგომი განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1590

2013 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შავიზღვისპირა რეგიონში სატრანსპორტო გადაზიდვების არსებული პოტენციალის შემდგომი განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. საქართველოს ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობით განპირობებული კონკურენტული უპირატესობების განვითარებისა და შავიზღვისპირა რეგიონში სატრანსპორტო გადაზიდვების არსებული პოტენციალის შემდგომი რეალიზაციის მიზნით დაევალოს სს „საპარტნიორო ფონდს“:

ა) გლობალურ ეკონომიკაში არსებული ტენდენციებისა და საქართველოს კონკურენტული უპირატესობების გათვალისწინებით, „შავიზღვისპირა რეგიონში სატვირთო‑სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კონცეფციის“ მომზადება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით  საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ბ) საქართველოს მთავრობის მიერ  დამტკიცებული „შავიზღვისპირა რეგიონში სატვირთო‑სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კონცეფციის“ განხორციელების უზრუნველყოფა თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სს „საპარტნიორო ფონდმა“ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დავალების ეფექტიანი შესრულების მიზნით ერთი ან რამოდენიმე საკონსულტაციო მომსახურების  შესყიდვა ჯამურად ხუთი მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი სახსრებით.

3. მე-2 პუნქტში მითითებული მომსახურება მიზნად უნდა ისახავდეს კონსულტაციის გაწევას საქართველოს შავიზღვისპირა რეგიონში  სატვირთო‑სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების განახლებული კონცეფციის მომზადების პროცესში; აგრეთვე აღნიშნული კონცეფციის რეალიზაციით დაინტერესებული პოტენციური ინვესტორების, გადამზიდავი კომპანიების, მსხვილი კორპორატიული მომხმარებლების, სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების მოძიებას და მათთან მოლაპარაკების წარმოებაში სს „საპარტნიორო ფონდისთვის“ დახმარების გაწევას .

4. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული კონცეფციის დამტკიცების შემდეგ, სს „საპარტნიორო ფონდმა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად მოახდინოს საქართველოს შავიზღვისპირა რეგიონში სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების ანალიზი პირველ პუნქტში მითითებულ კონცეფციასთან შესაბამისობის თვალსაზრისით.

პრემიერ‑მინისტრი                             ი . ღარიბაშვილი