დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1589 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016233 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1589
2013 წლის 25 ნოემბერი
ქ. თბილისი
შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „გარდაბნის თბოსადგურმა“ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს:
ა) „ÇALIK ENERJİ SANAYİ VE TİCARET A.Ş.“-თან გაფორმებული მშენებლობის ხელშეკრულების შესრულების კონტროლის სათანადოდ განხორციელებისათვის 2,395,000 აშშ დოლარის ღირებულების (დღგ-ის გარეშე) მომსახურების (მშენებლობის კონტროლი/ზედამხედველობა, Owner’s Engineer services და სხვა) შესყიდვა;
ბ) საზოგადოების საქმიანობის საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების შესაბამისად აღრიცხვის მიზნით, 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით, ყოველთვიურად 2500 აშშ დოლარის (დღგ-ის გარეშე) ღირებულების შესაბამისი მომსახურების შესყიდვა.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები