დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ 2013 წლის დეკემბერში მოსახმარი ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების მიზნით გასატარებელ ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1586 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016231 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1586
2013 წლის 25 ნოემბერი
ქ. თბილისი
კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ 2013 წლის დეკემბერში მოსახმარი ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების მიზნით გასატარებელ ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ
იმის გათვალისწინებით, რომ „კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №275 განკარგულებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 2 515 000 (ორი მილიონ ხუთას თხუთმეტი ათასი) ლარი გათვალისწინებული იყო ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ აბონენტების (საყოფაცხოვრებო მომხმარებლების) მიერ 2013 წლის პირველი აპრილიდან 2013 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივ ასანაზღაურებლად, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ დაგეგმილია ზემოხსენებული განკარგულების მსგავსად ანაზღაურდეს ამავე მომხმარებლების მიერ 2013 წლის დეკემბრის თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურიც, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს მოლაპარაკებების გამართვა სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციასთან“, რათა ამ უკანასკნელმა 2013 წლის დეკემბრის თვეში მისი აბონენტების მოსახმარი ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა განახორციელოს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №275 განკარგულებით გათვალისწინებული სუბსიდირებული პერიოდის მსგავსად.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები