დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/12/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270070000.35.165.016105 |
|
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ' საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
თანახმად „ნორმატიული აქტების შესახებ' საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ' საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 თებერვლის №2 დადგენილებაში. დადგენილების დანართი №1 და №2 ჩამოყალიბდეს №1 და №2 დანართების შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამა
|
მუხლი 1.
პროგრამის სახელწოდება |
წინამდებარე პროგრამის სახელწოდებაა ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა.” |
მუხლი 2.
პროგრამის განხორციელების ვადა |
პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. |
მუხლი 3.
პროგრამის ბიუჯეტი |
პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 523620 (ხუთას ოცდასამი ათას ექვსას ოცი) ლარს. |
მუხლი 4.
პროგრამის დაფინანსების წყარო |
პროგრამის დაფინანსება ხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან. |
მუხლი 5.
სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფები |
1. ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახები, რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 57 000-დან 100000-მდე;
2. ეკონომიურად და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება (2013 წლის 1 ივნისიდან, გარდა მშობიარობის ხარჯებისა); 3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები; 4. უდედმამო ბავშვები; 5. უპატრონო მიცვალებულები; 6. დიდი სამამულო ომის ვეტერანები; 7. აიპ ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის’’ უფასო სასადილოების დაფინანსება. 8. 100 წელს გადაცილებული ხანდაზმულებისთვის დაბადების დღის საჩუქარი. 9 განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, შესაძლებელია გამოყოფილი იქნეს სოციალური დახმარება იმ პირების მიმართ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფების მოთხოვნებს, თუმცა მათი ეკონომიური, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. |
მუხლი 6.
სოციალური დახმარების ოდენობა |
1. ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახებისთვის – 100 ლარი (ერთჯერადად);
2. ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებულ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება (2013 წლის 1 ივნისიდან, გარდა მშობიარობისა) ღირებულების 50%, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა. 3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (18 წლამდე) – 100 ლარი სააღდგომო კალათა – 50 ლარი, საახალწლო კალათა – 50 ლარი; 4. უდედმამო ბავშვები (18 წლამდე) – 50 ლარი ყოველთვიურად; 5. უპატრონო მიცვალებულები– 300 ლარი; 6. დიდი სამამულო ომის ვეტერანთა სადღესასწაულო სარიტუალო ხარჯები: 9 მაისის დღესასწაულისათვის–100 ლარი; სარიტუალო ხარჯისათვის – 250 ლარი; 7. უფასო კვების ობიექტები– 167820 (ას სამოცდაშვიდი ათას რვაას ოცი) ლარი (დაფინანსება მოხდება საგარეჯოს მუნციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად). 8. 100 წელს გადაცილებული ხანდაზმულებისთვის დაბადების დღის საჩუქარი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი.
|
მუხლი 7.
სოციალური დახმარების გაცემის წესი |
1. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფი, რომლის გადაწყვეტილება მტკიცდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.
2. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, თითოეული მუხლის მიხედვით, ერთჯერადად, ამ პროგრამის შესაბამისად. 3. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენისას მოქალაქეს დახმარებას უწევს გამგეობის სოციალურ საკითხთა სამსახური, ხოლო წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფი. 4. სოციალურად დაუცველი პირი ან ოჯახი, რომელიც სოციალური დახმარების მისაღებად ერთდროულად აკმაყოფილებს ამ პროგრამის რომელიმე მუხლის მოთხოვნას, დახმარებას მიიღებს ყველა შესაბამისი მუხლის მიხედვით. 5. სტაციონარული მკურნალობის დაფინანსების (თანადაფინანსების), მოქალაქეთა ერთჯერადი სოციალური დახმარებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფი. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მომსახურე ბანკში წარმოდგენილი სიის საფუძველზე ან მოქალაქის მიერ გახსნილ საბანკო ანგარიშზე. 6. არასრულწოვანი პირის შემთხვევაში თანხა ჩაირიცხება ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან/და კანონიერ წარმომადგენელზე. 7. პირმა დახმარების მისაღებად ბანკში უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა. |
მუხლი 8.
პროგრამის განხორციელების შედეგი
|
პროგრამის განხორციელების შედეგი იქნება:
1. საერთო სოციალური ფონის უკეთესობისკენ შეცვლა; 2. უკიდურესად გაჭირვებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. |
მუხლი 9.
პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა |
პროგრამის ბენეფიციარები პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმირებული იქნებიან შემდეგი გზით:
1. ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები; 2. მუნიციპალიტეტის რწმუნებულები. |
მუხლი 10.
პროგრამის შეფასება |
განხორციელებული სოციალური პროგრამის ეფექტურობის დადგენის მიზნით 2013 წლის დეკემბერში საგარეჯოს მუნიციპალიტეტი არასამთავრობო სექტორთან ერთად ჩაატარებს პროგრამის შეფასებას. შეფასებისათვის ძირითადი განმსაზღვრელი იქნება შემდეგი კრიტერიუმები:
1. სოციალური დახმარების სხვადასხვა ფორმით მოცული მოსახლეობის რაოდენობა განსაზღვრული კრიტერიუმის მიხედვით; 2. სამიზნე ჯგუფების ინფორმირებულობა; 3. დახმარების მიღების პროცესის სიმარტივე და ვადები. |
დანართი №2
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამის ბიუჯეტი
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები