ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის ტერიტორიაზე პატრიოტული ბანაკის ხელახალი მშენებლობისა და სრული დატვირთვით აღდგენის ღონისძიებათა ხელშეწყობის შესახებ

  • Word
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის ტერიტორიაზე პატრიოტული ბანაკის ხელახალი მშენებლობისა და სრული დატვირთვით აღდგენის ღონისძიებათა ხელშეწყობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 551
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 24/07/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
551
24/07/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 24/07/2009
000000000.00(0).000.000000
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის ტერიტორიაზე პატრიოტული ბანაკის ხელახალი მშენებლობისა და სრული დატვირთვით აღდგენის ღონისძიებათა ხელშეწყობის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №551

2009 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის ტერიტორიაზე პატრიოტული ბანაკის ხელახალი მშენებლობისა და სრული დატვირთვით აღდგენის ღონისძიებათა ხელშეწყობის შესახებ

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის ტერიტორიაზე პატრიოტული ბანაკის ხელახალი მშენებლო­ბისა და სრული დატვირთვით აღდგენის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს ნება დაერთოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელ­მწიფო საქვეუწყებო დაწე­სებულების – სატყეო დეპარტამენტის გურიის რეგიონა­ლური სატყეო სამმართველოს მართვას დაქ­ვემდებარებული ჩოხატა­ურის სატყეო უბნის № 5 სარეინჯერო­ში (ყოფილი შუა სურე­ბის სატყეო) განახორციელოს 400 მ3 სამასალე მერქნის მისა­ღებად საჭირო ტყეკაფების გამო­ყოფისა და ხე-ტყის დამ­ზადების სამუშაოების შესრულება მოქმედი კანონმდებ­ლობის შესაბამისად.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებათა განხორციელებისათვის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწი­ფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – სატყეო დეპარტამენტმა უზრუნველყოს 400 მ3 სამასალე მერქნის მისაღებად გა­მო­ყო­ფილი ტყეკაფების შეთანხმება და მისი ათვისების კონტ­როლი.

3. ამ განკარგულებით გათვალისწინებული 400 მ3 სამასა­ლე მერქნის დამზადების შედეგად მიღებული საშეშე მერქანი კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას ადგილობრივი მოსახლეობის სო­­ციალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

 

პრემიერ-მინისტრი                                           ნიკა გილაური