დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ქ. თბილისში, მ. კოსტავას ქ. №68ა/ჩიქოვანის ქ. №2-ში მდებარე 4119.74 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი და მასზე დამაგრებული წილობრივი მიწის ნაკვეთი)თვითმმართველი ქალაქი თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 549 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 24/07/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №549
2009 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ქ. თბილისში, მ. კოსტავას ქ. №68ა/ჩიქოვანის ქ. №2-ში მდებარე 4119.74 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი და მასზე დამაგრებული წილობრივი მიწის ნაკვეთი) თვითმმართველი ქალაქი თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
1. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 20 ივლისის №15/855 წერილი) თვითმმართველი ქალაქი თბილისის საკუთრებაში, ძირითადი ქონების სახით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, მ. კოსტავას ქ. №68ა/ჩიქოვანის ქ. №2-ში მდებარე 4119.74 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობისა და მასზე დამაგრებული წილობრივი მიწის ნაკვეთის (სარეგისტრაციო №01.14.14.009.017) გადაცემის შესახებ.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები