აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ქ. ბათუმში) „იუსტიციის სახლის“ ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ქ. ბათუმში) „იუსტიციის სახლის“ ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 810
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/10/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 30/10/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000
  • Word
810
30/10/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 30/10/2009
000000000.00(0).00.000000
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ქ. ბათუმში) „იუსტიციის სახლის“ ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 810

2009 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

  აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ქ. ბათუმში) იუსტიციის სახლის ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის საფუძველზე:

1.    საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციებისათვის კომპლექსური მომსახურების გაწევის მიზნით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ქ. ბათუმში) იუსტიციის სახლის ოფისის მშენებლობისათვის შესაბამისი ფინანსური რესურსების მობილიზება კოორდინირებულად უზრუნველყონ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და მის მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა: საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური რესურსების მობილიზება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ საკუთარი შემოსავლებიდან მიღებული სახსრებით, მათთვის კანონმდებლობით დაკისრებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელების შეუფერხებლად. 

3.  საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ:

ა) იუსტიციის სახლის ოფისის მშენებლობის ხარჯები გასწიოს 2009-2010 წლების ბიუჯეტებში მიღებული ეკონომიის ხარჯზე, დამატებითი საბიუჯეტო ასიგნებების გამოყოფის გარეშე;

ბ) იუსტიციის სახლის ოფისის დეტალური დაპროექტების მომსახურებისა და მშენებლობისათვის შესასრულებელი სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს მის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთობლივად, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                                        ნ. გილაური